არჩევნები 2020

ძიძიგური ბუნებრივ ბარიერზე: არავისთან ვაჭრობა და მოლაპარაკება საჭირო არ იქნება

სწორედ ამაშია საქმე, რომ არავისთან ვაჭრობა და მოლაპარაკება საჭირო არ იქნება, ყველა პარტია, რომელსაც ან თავმოყვარეობა აქვს ან ლიდერი ჰყავს ისეთი, რომელსაც შეუძლია ამომრჩევლის ყურამდე და გულამდე მიიტანოს თავისი სათქმელი, ყველა პარტია შეიყვანს თავის წარმომადგენელს, ამიტომ, რაში სჭირდება ვინმესთან მოლაპარაკება ხელისუფლებას?

12 000 ხმის შემთხვევაში პარტიას უკვე შეუძლია შეიყვანოს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რა საჭიროა ყიდვა, გადაბირება ან მოსყიდვა. ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც შეუძლია გამართულად საუბარი და ამომრჩეველთან თავისი მესიჯების მიტანა, აქვს შესაძლებლობა, რომ გადალახოს ეს 0.67%-იანი ბარიერი და შევიდეს პარლამენტში, ამიტომ სრულიად მოკლებულია საფუძველს ასეთი ტიპის ეჭვები, ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია ყველაფრის წინააღმდეგი რომ იქნება, ეს პირველი არ არის და ჩვენ ეს გვესმის

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური პროპორციული სისტემით და 0%-იანი ბარიერით 2020 წლის არჩევნების ჩატარებაზე. ძიძიგურს ჰკითხეს, ბუნებრივი ბარიერი არის თუ არა საფრთხე, რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ პატარა პარტიებთან "ვაჭრობა დაიწყოს".

კომენტარები