კობახიძე გავრილოვთან ფოტოზე: როცა დგახარ და მოდის სტუმარი, ვერ გაიქცევი, პროვოკაცია იყო

რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იყო იმ მიღებაზე, რომელიც გაიმართა. როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი იმ ადგილიდან, ესეც იყო სამწუხაროდ ერთგვარი პროვოკაცია ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ვიხილეთ მეორე დღესაც.

იყო პროვოკაციები, ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი იმ რისკებზე, რომლებიც იყო ამ დაკავშირებული ამ ასამბლეის საქართველოში ჩატარებასთან. მთავარი რისკ ფაქტორი იყო ის, რომ რუსი დეპუტატი იყო ასამბლეის პრეზიდენტი, ეს რისკები გვქონდა აწონილ-დაწონილი და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ, განსაკუთრებით, პირველი დღისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ 100%-ით გახდა შეუძლებელი რისკებისგან დაზღვევა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რატომ აღაშფოთა სერგეი გავრილოვის მის სავარძელში დანახვამ მაშინ, როცა წინა დღეს ასამბლეის მიღებას ესწრებოდა და რუს დეპუტატთან ერთად ფოტოც აქვს გადაღებული.

კომენტარები