გია ვოლსკი

ვოლსკი: აქციებს ის ხალხი ატარებს, ვისაც გახარიამ პარლამენტში შემოჭრის საშუალება არ მისცა

დავუკვირდეთ, ვინ ატარებს აქციებს. სწორედ ის ხალხი, ვისაც არ მისცა პარლამენტში შემოჭრის საშუალება გახარიამ. დავესესხოთ ჰოლანდიის, ნიდერლანდების ელჩს, რომელიც გულისხმობს საკმაოდ სიღრმისეული გამოძიების, შეფასების, ანალიზის ჩატარებას და ამის მიღებას გადაწყვეტილების, რასაც თვითონ გახარიაც უსვამს ხაზს. ეს ერთი, მაგრამ მთავარი მაინც ის თემაა, რასაც ჰქვია ოპერაცია - გახარია, რომელიც უნდა წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი გააჩნია, არ დაუშვას სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს მედიასთან ეხმაურება. აქციის მონაწილეები 20 ივნისის დარბევის გამო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები