ქანთარია გავრილოვის ღამეზე: გახარიას მოწოდება იყო "მოითმინეთ, არ გადახვიდეთ შეტევაზე"

ის ვიცი, რომ "მოითმინეთ არ გადახვიდეთ შეტევაზე", ეს იყო გახარიას ერთგვარი მოწოდება. "ითმინეთითმინეთითმინეთ". მაგრამ როდესაც აღარ შეიძლებოდა მოთმენა, ბუნებრივია, რომ გახარია იღებს ამაზე პასუხისმგებლობას და ახლა იქ რიგითი წევრი შევუტიოთო, ვერ გასცემდა ბრძანებას და ვერც სამოქალაქო პირი ვერ ჩაერეოდა ამ საკითხში. გახარია ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა, რომ ესროლეთ პირდაპირ ფეხებში, იმ ცნობილი ფილმისა არ იყოს, ან არ ესროლოთ თავში. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი არ იდგა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რატომ უნდა დადგეს, ეს უნდა ამიხსნათ, როდესაც გახარია იყო მთლიანი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი და მას ჰყავს უამრავი დანაყოფი, რომელსაც ჰყავს თავის ხელმძღვანელები და პირდაპირ გახარია იმათ არ ელაპარაკება. მან გასცა [აქციის დაშლის ბრძანება] დარწმუნებული ვარ, რადგან უკვე მივიდნენ და ეტყოდნენ, რომ მეტს ვეღარ ვაკავებთ ამ ხალხს და უნდა დავშალოთ, ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე ეს არ იქნებოდა. ამ ფონზე ახლა "გახარია გადადექი," ეს აბსოლუტურად არის მიზანშეუწონელი საერთოდ პროცესისთვის

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ნუკრი ქანთარია რუსთავი 2-თან 20 ივნისის აქციის დარბევისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

კომენტარები