კალაძე: 20 ივნისის აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო მოგერიება, ამას საზოგადოება ხედავს

აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე. გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დავინახოთ რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელი განცხადებების, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო, ეს ყველაფერი თქვენს მიერაა გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივად დაშლაზე, რა დროსაც 160 სამოქალაქო პირი დაშავდა, მათგან ორმა თვალი დაკარგა.

კომენტარები