კილაძე გავრილოვის ღამეზე: არ გაქვთ მტკიცებულება, რომ ბატონმა გახარიამ გასცა უკანონო ბრძანება

ყველა პირმა, ვინც დააშავა და ვინც გამოიწვია ის, რომ ჩვენ გვყავს თვალამოთხრილი ადამიანები და სხვაგვარად დაშავებული ადამიანები, უნდა აგოს პასუხი. თქვენ თუ გაქვთ მტკიცებულება იმისა, რომ ბატონმა გახარიამ გასცა უკანონო ბრძანება, კი ბატონო. მაგრამ არ გაქვთ არც თქვენ ასეთი მტკიცებულება, არც ოპოზიციას არ აქვს ასეთი მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ ოპოზიცია სპეკულირებს ამ საკითხით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა ის მინისტრი იქნება თუ ჩვეულებრივი პოლიციელი, პარლამენტის წევრი თუ მთავრობის სხვა წევრი, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა, ვინც დააშავა პასუხი უნდა აგოს. უბრალოდ ამ დანაშაულსაც კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, სოფიო კილაძე ჟურნალისტებთან 20 ივნისის აქციის დარბევისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

კომენტარები