აქცია პარლამენტთან

მეზვრიშვილი აქციის დარბევაზე: საერთო ჯამში, ოპერაცია იყო ლეგიტიმური და პროპორციული

გარკვეული სპეციალური საშუალებები, რომლებიც საჭიროებდნენ შესაბამისი პირების მიერ გადაწყვეტილების მიღებას, ამ საკითხებზე, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება მოხდა. რაც შეეხება ტყვიებთან და ამ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პოლიციელების მოქმედებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ და სრულიად ლეგიტიმურია ის, რაც ამ ადამიანებმა, ვგულისხმობ 
საერთო ჯამში ოპერაციას და არ ვგულისხმობ, ცუდი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს, კონკრეტულ გადაცდომებს. საერთო ჯამში, ოპერაცია იყო ლეგიტიმური, იყო პროპორციული და საერთო ჯამში კითხვები არ უნდა არსებობდეს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, რა დროსაც, 160 სამოქალაქო პირი დაშავდა. მათგან ორმა თვალი დაკარგა.

კომენტარები