მეზვრიშვილი: შტურმის და თავდასხმის დროს დაელოდებოდით ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა

აქ მთავარი საკითხი არ არის ის, იყო თუ არა ბრძანება, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ბრძანება და ვინ გასცა ასეთი ბრძანება. მე საკითხს ასე დავაყენებდი -  იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი და მარტივ მაგალითს მოგიყვანთ.

როდესაც პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, როდესაც პოლიციელზე მოაქვთ იერიში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, როდესაც პოლიციელებს კორდონიდან იტაცებენ... ყველამ იხილა ალბათ ის ფაქტი, როგორ სტაცებდნენ თავდაცვის საშუალებებს ამ ადამიანებს, როგორ იტაცებდნენ კორდონიდან, როგორ ხდებოდა მათი განიარაღება. მაინტერესებს, თქვენ რომ პოლიციელი იყოთ, ასეთ შემთხვევაში დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა არა.

კანონით შეიძლება როგორც ბრძანების საფუძველზე მოქმედება, ისე ბრძანების გარეშე. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო პოლიციელები, რომლებიც იმ ღამეს იქ იდგნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდნენ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რომელთაც კორდონიდან ათრევდნენ, რომლებსაც რკინის საგნებს, სხვადასხვა ბლაგვ საგნებს უმიზნებდნენ და ურტყამდნენ, აი, ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, სახალხო წესით 
გასამართლება მოხდეს.

იქ სადაც კონკრეტული გადაცდომები იყო და იქ, სადაც კონკრეტულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი შედეგები დადგება

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, რა დროსაც, 160 სამოქალაქო პირი დაშავდა. მათგან ორმა თვალი დაკარგა.

კომენტარები