ნაცვლიშვილი: მაქვს კითხვები გახარიასთან, რატომ იყო რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება?
“
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი შს მინისტრის პარლამენტში მისვლასა და მის მიმართ შეკითხვებზე საუბრობს.
განსაკუთრებით მაინტერესებს გიორგი გახარიას მოსვლა პარლამენტში, იმიტომ, რომ მე მაქვს კითხვები თვითონ იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, იმ ღამესთან დაკავშირებით. [...] რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია ამ ფორმით. არამხოლოდ რეზინის ტყვიების გამოყენების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე იყო რეზინის ტყვიები, ძალიან მძიმე იყო რეზინის ტყვიები, რატომ დადგა ამის გამოყენების საჭიროება და საერთოდ რატომ გვაქვს აღჭურვილობაში რეზინის ტყვიები. აი, ეს კითხვები მაქვს უპირველეს ყოვლისა
”
მოკლე ბმული:
კომენტარები