კაპანაძე: ჭიკაიძის საბურავების საქმესთან გააერთიანეთ და მერე დაგვიჭირეთ მთელი ოპოზიცია

ამბოხების მცდელობაო.

ჭიკაიძის საბურავების საქმესთან და რუსთავი 2-ის დაცვის საქმესთან გააერთიანეთ და მერე დაგვიჭირეთ სრულიად ოპოზიცია.

რას დაგამსგავსათ ბტნბძინამ, ნეტავ ვინმე თუ მაინც ხვდებით?

ამასობაში, ქვეყანა რას ემსგავსება, თორემ თქვენს რეპუტაციას ვინ ჩივის

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე პროკურატურას მიმართავს, რომელმაც 20 ივნისის საქმეზე გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მუხლით გააგრძელა. პროკურატურის მტკიცებით, 20 ივნისს, პარლამენტთან, ანტისაოკუპაციო აქციაზე, "ცალკეული პირები" გეგმავდნენ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას.

კომენტარები