ოქრუაშვილი ივანიშვილს: თუ ჩემს ჩამოსვლამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღეს მანდ ვარ

როგორც იქნა, ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით, მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევვარდებით.

19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია, უფრო ახლოს გადმოვცვალო.

28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ, გამაგებინეთ, თუ არადა, 2-ში საქმეზე მივდივარ-მეთქი. თუ რამე გინდოდათ, მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს.

აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციაზე, "ცალკეული პირები" გეგმავდნენ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. პროკურატურის ცნობით, საქმეზე სამართლებრივი კვალიფიკაცია "დაზუსტდა" და შსს გამოძიებას სსკ-ის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით აგრძელებს (ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

კომენტარები