გოგუაძე: დიახ, ეს იყო ამბოხი - თავისუფალი ადამიანების ამბოხი ოკუპაციის წინააღმდეგ

გახარია უნდა გადადგეს და იგი აუცილებლად გადადგება. რადგან რაც არ უნდა მოიგონონ, რაც არ უნდა თქვან, ვერაფრით ვერ გაამართლებენ ისინი იმ სისასტიკეს, რომელიც 20 ივნისს ამ ხელისუფლებამ აქ, რუსთაველზე ჩაიდინა. ქართველმა ხალხმა არცერთ ხელისუფლებას ეს სისასტიკე არ აპატია და არც ამ ხელისუფლებას აპატიებს. დიახ, გახარია აუცილებლად გადადგება. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ერთადერთი, რაც მომეწონა, გვამცნეს, რომ ეს იყო ამბოხი. დიახ, ეს ამბოხი, ოღონდ არა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არამედ ეს იყო ამბოხი თავისუფალი ადამიანებისა ოკუპაციის წინააღმდეგ

თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვის გამოსვლისას პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 20 ივნისის საქმის გამოძიება სახელწმიფო ამბოხის მუხლით დაიწყო.

კომენტარები