თურნავა: თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს გლეხს, ეს არის ჩვენი მთავრობა

თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა.

2014 წელს მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენსა და ევროკავშირს შორის, მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ხელი მოეწერა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, ჰონგკონგთან, მიდის მოლაპარაკებები ინდოეთთან და ასე შემდეგ. ბოლო 7 წელიწადში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე 20 წლის განმავლობაში

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები