ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს

ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის ღვინის სფეროში, საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატული კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი და ექსპერტული. იმედია რუსეთის ფედერაციისგანაც მივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული. [...] ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს.

ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს, უწყების ხელმძღვანელი ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე.

კომენტარები