დარსალია: კონფლიქტის განხილვის ერთადერთი ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებებია

ურთიერთობა საქართველოს აქვს ისეთი, რაც აქვს ამ წლების განმავლობაში, არც მეტი და არც ნაკლები. შესაბამისად, ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი განიხილავენ კონფლიქტის საკითხს ეს არის ჟენევის მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, 42-ე რაუნდზე რამე ისეთი წინსვლა ჩვენ არ გვქონია. იქნება შემდგომი რაუნდი, სადაც იქნება განხილული როგორც იმ დროისთვის მიმდინარე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხის პრობლემური საკითხები და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის გადაჭრილი დღემდე. დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს ეს დაძაბული ურთიერთობა 25 წელია, შეიძლება უფრო მეტიც 28 წელია, რაც ესეთ ვითარებაში ვართ. 11 წელია, რაც მიმდინარეობს ჟენევის ფორმატი, რომელის ერთერთი მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების პუნქტების შესრულება. სამწუხაროდ, ვერცერთ პუნქტზე ჯერჯერობით ჩვენ წინსვლა არ გვაქვს მიღწეული უკვე 48 რაუნდის განმავლობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 6 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები