თურნავა: რუსი ტურისტი, გარდა იმისა, რომ ფულს ხარჯავს, მართალი ინფორმაციის მატარებელია რუსეთში

რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ეს არის, მათ შორის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს - ის არის ერთი ცალკეული, მართალი ინფორმაციის მატარებელი ადამიანი რუსეთში. ეს არის რეალობა

ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები