დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: ალბათ ჯობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო

უფრო ადრე, ვიდრე 24 საათში, ჩვენ ეს პრობლემა ამოვწურეთ [გავრილოვის ვიზიტი] ფაქტობრივად - შეწყდა ასამბლეა და რუსეთის დელეგაცია იქნა გასტუმრებული საკუთარ ქვეყანაში, ანუ მათ დატოვეს საქართველო. ალბათ ჯობდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მალე გადამდგარიყო, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ის არ იმყოფებოდა საქართველოში, აწარმოებდა ვიზიტს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების და უმაღლესი რანგის შეხვედრის დროს, ალბათ არ იქნებოდა სწორი, რომ გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ყოფილიყო. მე ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს [დაპირისპირება აქციაზე და დარბევა] მაინც არ მოხდებოდა. თუმცა თეორიულად და პრაქტიკულადაც ჩანს, რომ მართლაც შეიძლება არ მომხდარიყო, ადრე რომ არ გადამდგარიყო. მაგრამ დავუშვათ იქნა ეს შეცდომა და პარლამენტის თავმჯდომარე არ გადადგა, ამისთვის უნდა შტურმი განგვეხორციელებინა პარლამენტზე?! 

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, დიმიტრი ხუნდაძე პალიტრანიუსის ეთერში. აქციის, რომელიც გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ სპონტანურად დაიგეგმა, თავდაპირველი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა მხოლოდ 21 ივნისს დატოვა, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ.

კომენტარები