მიხეილ ბენიძე

ბენიძე: გადატრიალების მცდელობა ის იყო, რომ თავზე დაგვასვეს რუსეთის დუმის წარმომადგენელი

ის, რომ ამ ყველაფრის უკან დაგეგმილი პოლიტიკური მცდელობა გადატრიალებისა არ იყო, ეს მე მგონი, ჩანს ამ დღეების განმავლობაში მთლიანად მიმდინარე პროტესტიდან. გადატრიალების მცდელობა 20 ივნისს იყო ის, რომ თავზე დაგვასვეს რუსეთის დუმის წარმომადგენელი. მეტი გადატრიალება რა არის, როცა ხელისუფლების უმაღლეს სიმბოლურ პოსტზე, ამ სავარძელში ვხედავთ მტერი მთავრობის, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელ პირს. ეს არის გადატრიალების მცდელობა და ეს გადატრიალების მცდელობა ქართულმა საზოგადოებამ აღკვეთა სწორედ იმ დღეების განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის ასე ძალიან გაღიზიანებული რუსეთი და პუტინი და არაადეკვატურ სანქციებს და განცხადებებს აკეთებენ.

არასამტავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები