ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ლგბტ მარში არის ნაცმოძრაობის დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია

მინდა საზოგადოებას შევატყობინო მორიგი პროვოკაციის შესახებ, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, მზადდება ისევ ნაცმოძრაობის მონაწილეობით და მათი უშუალო ჩართულობით. მოგეხსენებათ, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ლგბტ მარშიც ჩატარება მაინც რჩება დღის წესრიგში. მე მინდა ხალხს, საზოგადოებას მივმართო, რომ, ჩემი ინფორმაციით, და ამის დადასტურებული ფაქტებიც არსებობს, ამ უმცირესობის წარმომადგენლები პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან.

მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, ეს არის კარგად გააზრებული პროვოკაცია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი. ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რომ მაინც უნდა გამოვიდნენ და ჩაატარონ ეს მარში, რომელსაც მე პირდაპირ ვარქმევ პროვოკაციულ მარშს, არავითარ ღირსებას მაგ მარშთან საერთო არ აქვს. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტრადიციული, კონსერვატიული, შესბამისად, ის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის აღშფოთებული მსგავსი ტიპის მარშების და პარადების მიმართ არის აბსოლუტურად გასაგები.

ამ უმცირესობის წარმომადგენლებს მივმართავ, არ გააღიზიანონ, ძალით არ გამოიწვიონ საზოგადოების დანარჩენი წევრები. რეალურად მათ საქართველოში არავითარი პრობლემა არ აქვთ. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ. ეს არის მორიგი მოგონილი პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა ნაცმოძრაობის და მათი ლიდერების ორგანიზებით ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თქვა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "პირისპირის" სპეციალურ გამოშვებაში.

კომენტარები