რუსთავი 2

ამაღლობელი: რუსთავი 2-თან აქცია იმაზე ფსკერია, ვიდრე გაბუნიას ჟურნალისტური უფსკრული

რუსთავი 2-თან აქცია იმაზე ფსკერია, ვიდრე გაბუნიას ჟურნალისტური უფსკრული

მწერალი რატი ამაღლობელი გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმაურება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა. ამ წუთებში რუსთავი 2-თან მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობები აქციას მართავენ - ისინი ითხოვენ, გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანმა ბოდიში მოიხადოს. შეკრებილების ნაწილი ითხოვს, გაბუნიამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დატოვოს ქვეყანა, ნაწილის თქმით კი, მას არხი უნდა დაატოვებინონ.

კომენტარები