რუსთავი 2

ხოშტარია: უპასუხისმგებლობა იყო P.S, მაგრამ მთავრობა ბინძური ტრიუკებით პროტესტს ვერ ჩაახშობს

ასეთ ბინძურ ძალასთან ბრძოლაში, როგორიც ქართული ოცნებაა, ნებისმიერი უპასუხისმგებლობა ძვირად გვიჯდება და გვაზარალებს. ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, უპასუხისმგებლობა იყო გუშინდელი P.S და მთავრობისთვის საჩუქარი.

მაგრამ, მთავრობა, ტყუილად გგონიათ, რომ თქვენი ბინძური ტრიუკებით პროტესტს ჩაახშობთ და თვალების დათხრაზე პასუხისმგებლობას გაექცევით სადმე. თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას და პრიზი გუშინ მათ დაიმსახურეს. ბევრი პრიზი შეგხვდებათ კიდევ. ის "სტუდენტებიც" დაჯილდოვდებიან, აქციებზე ჯებირთან რომ იდგნენ - სტუდენტი ვარ, სიტყვით გამოსვლა მინდაო, რომ გაიძახოდნენ და გუშინ უმალ რუსთავი 2- თან "ლიდერობდნენ".

ვერ მოიგებთ სიბინძურით და კიდე უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმიანება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს".

კომენტარები