გიორგი გაბუნია

ნოდია: ისტერიულობა და რადიკალურობა არა სიწრფელის, არამედ სისუსტის ნიშანია

ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი (თუ არა მთავარი) ნიშანია ზომიერება. მისი სხვა სახელებია პროპორციულობა და ადექვატურობა. ამ დღეებმა გამოავლინა, რომ ეს ქრონიკულად გვაკლია.

საპროტესტო აქცია სრულიად ადექვატური და პროპორციული პასუხი იყო გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმის ინციდენტზე. მაგრამ პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში (ან თუნდაც მის ეზოში) შევარდნის სურვილი იყო მომხდარზე არაპროპორციული და არაადექვატური პასუხი.

პოლიციელებზე თავდასხმებმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ხელისუფლებას ძალის გამოყენების ლეგიტიმური საფუძველი მისცა. მაგრამ ის, როგორც ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, იყო სრულიად არაპროპორციული და არაადექვატური. ამიტომ, სამართლიანად, ხელისუფლებამ მიიღო პროტესტის უფრო ძლიერი ტალღა (რაზეც პროპორციული და ადექვატური პასუხი იქნებოდა გახარიას გადადგომა - ეს სხვათაშორის).

პუტინის და მისი რეჟიმის კრიტიკა სრულიად სამართლიანია ყველა ნორმალური ადამიანის და მით უმეტეს ყველა ქართველი ადამიანის მხრიდან. მაგრამ ის, რაც ჟურნალისტმა გაბუნიამ გააკეთა, ცივილიზებულობის და ადექვატურობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

გაბუნიაზე რომ ხალხი გაბრაზდა და ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამოატარა, იყო სრულიად სწორი. მაგრამ ამის შედეგ აქციები, რუსეთთან ომის შიში, პროკურატურის მოხმობა, საერთაშორისო გამოძიებების მოთხოვნა - ამ ყველაფერს ადექვატურობასა და პროპორციულობასთან ახლოსაც არ ჩაუვლია, უფრო სიგიჟის ნიშნებს ატარებს.

რატომღაც დამკვიდრდა წარმოდგენა, რომ ისტერიულობა და რადიკალურობა სიწრფელის და აუთენტურობის ნიშანია. არა, სისუსტის, თავის ძალებში დაურწმუნებლობის ნიშანია

პოლიტოლოგი გია ნოდია, ფილოსოფოს გიგა ზედანიას მოსაზრებას ეთანხმება და ავრცობს საქართველოში ზომიერების დეფიციტის შესახებ.

კომენტარები