რუსული ოკუპაცია

დიღმელაშვილი: პრორუსული ძალების მიქსევის მიზანია, აჩვენონ პუტინს, რომ საზოგადოება ასეთია

ანტისაოკუპაციო აქციას, რომლის ერთადერთი მოთხოვნა გახარიას გადადგომაა, პრორუსული ძალები მიუქსიეს. მიზანი ერთადერთია: დავანახოთ გაგულისებულ პუტინს, რომ ოკუპაციას "არა"-ს მხოლოდ ყვითელი ავტობუსით გასაპარებელი წვრილი ჯგუფი ეუბნება, ხოლო ფართო საზოგადოება პრორუსულია. თუ ეს დაფიქსირდა, ეს მეტია, ვიდრე გავრილოვის ჩამოსვლა. გზააბნეულ თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, რისთვის იყენებენ. შსს-ს მოვუწოდებ, დაიცვას ყველას გამოხატვის თავისუფლება, ეს მათი მოვალეობაა. მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდებ, დადგეს საქართველოსთვის. დადგეს მშვიდობიანად, ხელებაწეული. ჩვენი ძალა ჩვენი სიმართლეა. ჩვენი დაცვა ჩვენი გამჭვირვალეობაა

ანტისაოკუპაციო აქციების ერთერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პარლამენტთან პროპუტინური ძალების ორგანიზებულ აქციაზე. რუსთაველის გამზირი ფაშისტურმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. ისინი აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებენ. პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პარლამენტთან აქცია იგეგმება დღესაც. "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოუწოდებენ თავისუფალ მოქალაქეებს, 19:00-დან შეუერთდნენ პროტესტის მე-19 დღეს. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია.

კომენტარები