რუსული ოკუპაცია

დიღმელაშვილი: რუსთაველიდან ყვითელი ავტობუსით არ წავალ, დავდგეთ მშვიდობიანად ბოლომდე

მე რუსთაველიდან ყვითელი ავტობუსით არ წავალ. ანტისაოკუპაციო აქცია პრორუსებმა თუ დაშალეს უარესია, ვიდრე გავრილოვის "პროცედურული შეცდომა". დღეს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ცხოვრება, თითოეულმა. დავდგეთ ერთად, მშვიდობიანად, მაგრამ ჯიუტად - ბოლომდე.

წერს აქცია სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. სირცხვილიას ორგანიზატორების თქმით, ტერიტორიაზე სამართალდამცველები აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევენ და ასევე არ უშვებენ ორგანიზატორებსაც, მიზეზად კი მათ უსაფრთხოებას ასახელებენ.

კომენტარები