ლევან ვასაძე

ვასაძე: თბილისი პრაიდი გადაიქცა თბილისი ჰაიდად, თბილისი კუკუდამალობანად

ჩვენ ახლა ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კახეთის გზატკეცილზე. სადაც გამოაცხადეს რომ ვატარებთო რაღაცა უბედურ პრაიდსო. რაღაცა ათი კაცი, მაიმუნები შეიკრიბნენ, რაღაცა ჭრელაჭრულა ტანსაცმელებში და სანამ ჩვენ იქ მივედით დაფრთხნენ და გაიქცნენ იქიდან. ამრიგად, თბილისი პრაიდი გადაიქცა თბილისი ჰაიდად, თბილისი კუკუდამალობანად.

პროპუტინისტური დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან "პარტიზანული პრაიდი" გამართეს. მათი აქციის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე ლევან ვასაძე და ძალადობრივი დაჯგუფებების სხვა წევრები მივიდნენ.

კომენტარები