თბილისი პრაიდი

თაბაგარი: თბილისი პრაიდი შედგა, მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით

თბილისი პრაიდი შედგა! ყველა იმ საშინელების მიუხედავად, რისი გავლაც გასული კვირების განმავლობაში მოგვიწია. სამივე ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო, მშვიდობიანად დასრულდა და იმისიც მჯერა, რომ მარათონული-5 თვიანი პროცესის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით წინ.

მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით!

უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკების მიუხედავად ჩვენ გვერდით იდგა

წერს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი Facebook-ზე. შსს-სთან პარტიზანული პრაიდი 19:00-ზე გაიმართა. აქტივისტებმა გიორგი გახარიას გადადგომა მოითხივეს იმის გამო, რომ შსს მშვიდობიანი ადამიანების უსაფრთხოებას არ იცავს. მას შემდეგ, რაც პრაიდის დაწყების შესახებ პრორუსულმა დაჯგუფებებმა გაიგეს, ისინი შსს-სკენ გაემართნენ, თუმცა, ღირსების მარში დამთავრებული დახვდათ.

კომენტარები