გიგა ბოკერია

ბოკერია: "პირდაპირი დიალოგი" არის კოდური სიტყვა დასავლური გზიდან გადახვევის

დიალოგი მტერთან უნდა აწარმოო და ჟენევის ფორმატი, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობაცაა, არის ამის ადგილი, მაგრამ ჩვენთან პირდაპირი მოწოდება დიალოგის არის ე.წ ევფემიზმი, ანუ კოდური სიტყვა არის, რომ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს საუკუნეობრივ არჩევანს - თავისუფალი სამყაროს, დასავლური სამყაროს წევრობას. ამას გულისხმობენ, კონტექსტი არის ძალიან მკაფიო და ეს ხრიკები არ გაუვათ. გახსოვთ ალბათ, 2008-ში გვეუბნებოდნენ, NATO-ში თუ მიგვიღებდნენ, მიგვიღებდნენ აფხაზეთის დათმობის ხარჯზე. მოგონილი აქვთ ასეთი ხრიკები და ვეღარ მოატყუებენ ხალხს. ჩვენს თავისუფლებას სჭირდება ჩვენი ქვეყნის შიგნით დამარცხება შავრაზმელი მოძალადეების და გარე საფრთხისგან დაცვა თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი წევრობის. ეს აერთიანებს ქვეყნის უდიდეს ნაწილს, ივანიშვილმა, გახარიამ და ოცნებამ აირჩია ისტორიის არასწორი მხარე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პირველთან ეხმაურება პროპუტინისტული ჯგუფების მოწოდებას, რომ საქართველომ რუსეთთან "პირდაპირი დიალოგი" უნდა აწარმოოს

კომენტარები