ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აყვეს ესკალაციას და პროვოკაციას

ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტიო დიალოგის პლატფორმა, ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს.

ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ, მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალების მიერ წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხელი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები