თენგიზ კიტოვანი

დავით ზურაბიშვილი: ბარემ ჯაბას სული გამოიძახეთ, მაინც ლობიოობა გგონიათ ქვეყნის მართვა

აი, თენგიზ კოტოვანი რომ გამოვა შენს მხარდასაჭერად ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადაში (გინდ თავისი ნებით გინდ დაძახებით), ამაზე უარესი ხელისუფლებას რა უნდა დაემართოს, მე არ ვიცი. ბარემ თეფში დაატრიალეთ და ჯაბას სული გამოიძახეთ, მაინც ლობიოობა გგონიათ ქვეყნის მართვა.

ასე გამოეხმაურა დავით ზურაბიშვილი თენგიზ კიტოვანის გამოჩენას რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო აქციაზე. კიტოვანმა იმედს უთხრა, რომ "დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა". კიტოვანი ზვიად გამსახურდიასთვის მოწყობილი პუტჩის და სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

კომენტარები