რუსთავი 2

ზალკალიანი გაბუნიაზე: მთელი ხელისუფლების რეაგირება იყო ძალიან ზუსტი, დროული და ადეკვატური

არამარტო ჩვენი უწყების, არამედ მთელი ხელისუფლების რეაგირება იყო ძალიან ზუსტი, ძალიან დროული და ადეკვატური, მე ვიტყოდი. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო კატეგორიულად მიუღებელი, დესტრუქციული, პროვოკაციული და არანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებში არ ჯდებოდა, ამის მიღება კატეგირულად წარმოუდგენელი იყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი რეაგირება მართლაც იყო დროული.

მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ არათუ კრიტიკას, შენიშვნასაც კი არ მივიღებ ოპონენტების მხრიდან და მე გამიკვირდა, რომ ამ ოპონენტებს შორის იყვნენ ყოფილი დიპლომატები, რომლებსაც თავი წარმოუდგენიათ დიპლომატიაში გათვითცნობიერებულ ადამიანებად

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი TV იმედის ეთერში. ცნობისთვის, 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, რუსთავი 2-თან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

კომენტარები