თბილისი პრაიდი

დავით ბერძენიშვილი: თბილისი პრაიდი იყო მიღწევა - გავიგოთ, თანასწორობა ყველაზე მაგარი რამაა

თბილისი პრაიდი იყო მიღწევა. გავიგოთ ეს, რომ თანასწორობა ყველაზე მაგარი რამ არის. არასოდეს არ არის სწორი პოლიტიკამ განსაზღვროს სხვა, სუსტი, მოწყვლადი, აგრესიის ობიექტი რომ არის, ეთნიკური, რელიგიური სექსუალური უმცირესობების დღის წესრიგი. არ შეიძლება ჩვენ ჩვენი მხრიდან განვსაზღვროთ, ვაიმე ხელისუფლება აქაა, გამოგიყენებ თქვენს წინააღმდეგ და ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით გვსაზღვრავენ. არ არის ეს აქცია პოლიტიკოსების მიერ მართული. არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს არ ჰქონდა უფლება, ვინმესთვის რამე აეკრძალა, რომელიც უბრალოდ გამოხატავდა თავის პოზიციას. მე ვარ ამაყი, რომ ჩემი პარტიის ორივე ხელმძღვანელი, სამნიძეც და კორძაიაც იყვნენ იქ და იცავდნენ იმ ადამიანებს. ამასთანავე, ყოველთვის დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს. მე დღისით აქ ვიყავი, როდესაც ვასაძე და ეს პერმანენტული მუდმივი ძველი ბიჭი ანაფორაში, ყაჩაღი პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი ახალგაზრდობა რომ ძარცვავდა და ციხეში გაატარა, მმკ-ს ხელმძღვანელი ისაკაძე და ესენი ლაპარაკობდნენ და მათ მიერ გაბრიყვებული ადამიანები

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მომაწილეებს მიმართავს.

კომენტარები