20 ივნისი

უგულავა: სპირალური ეფექტია, "ოცნება" შევიდა ამ დანაშაულის მორევში და ვეღარ გამოდის

სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ივანიშვილის პირობებში პროკურატურა უკვე მესამე გამოძიებას აწარმოებს, ერთი იყო საერთოდ კლასიკა, საბურავების საქმე რომლის ბედ-იღბალი საზოგადოებამ არ იცის. ეჭვი მაქვს, არც მისმა გამხმოვანებელმა ბატონმა ჭიკაიძემ, რომელიც, ასევე, სად არის ახლა, კაციშვილმა აღარ იცის. იყო ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრული საქმე, თურმე, რუსთავი 2 ის ეზოში ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რანაირად ჯდება ეს ჯანსაღი აზრის ფარგლებში, ეს კაციშვილმა არ იცის.

მესამე, აკვიატებული იდეაა, ცარიელი პარლამენტის შტურმის. ხელისუფლებამ თავისი აბსოლუტურად გულისამრევი თეორია და ვერსია რომ გაამყაროს, თითქოს, პარლამენტის შტურმი იგეგმებოდა, ამისათვის ვარდების რევოლუციის მონაწილე ზვიად ძიძიგურიც კი მის მგმობელად. გამოიყვანეს და სახელმწიფო გადატრიალებად ასაღებს.

ეს კაკაფონია და მესიჯბოქსი მარტო ძიძიგურზე არ ვრცელდება, დადგა მთელი სახელისუფლებო ელიტა და იმისათვის, რომ ახლა ეს შეადაროს ვარდების რევოლუციას, დაიწყეს ვარდების რევოლუციის გმობა და სახელმწიფო გადატრიალებად გამოცხადება. აი, ეს არის, როდესაც მორევში ჩავარდება ადამიანი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია, უბედურების მორევში, ტრიალებს. სპირალური ეფექტია, შევიდნენ ამ დანაშაულის მორევში, ვეღარ გამოდიან და სავარაუდოდ ვეღარც გამოვლენ

ევროპული საქართველოს მდივანი გიგი უგულავა 20 ივნისის საქმეზე გამოკითხვაზე მივიდა.

კომენტარები