20 ივნისი

უგულავა: ისტორიის გადაწერას ცდილობენ, თითქოს ვარდების რევოლუცია ძალადობრივი დამხობა იყო

იმისთვის, რომ 20 ივნისის პასუხისმგებლობა აიცილონ და ეს ყველაფერი შეატრიალონ სახელმწიფო გადატრიალებად, ახლა ამის კომპონენტია ისტორიის გადაწერა, რომ ვარდების რევოლუციაც თურმე ძალადობრივი დამხობა იყო შევარდნაძის კრავივით რეჟიმის. აი, ამხელა აბსურდამდეა მისული იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაამართლოს რაღაცნაირად და გამოძვრეს იქიდან, საიდანაც ვერასდროს ვერ გამოძვრება.ამიტომ ერთადერთი გამოსავალია - გახარია უნდა წავიდეს თუ ოდნავ მაინც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სურვილი აქვს დღეს ხელისუფლებას

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა 20 ივნისის საქმეზე გამოკითხვაზე მივიდა.

კომენტარები