აბაშიძე-კარასინი

ჯაფარიძე: რუსეთმა კარასინის ნაცვლად ზალკალიანი უნდა დასვას, ზალკალიან-აბაშიძის ფორმატი

მგონი კარასინ-აბაშიძის ფორმატი უნდა შეიცვალოს. რუსეთმა კარასინის ნაცვლად პირდაპირ ზალკალიანი უნდა დასვას. ზალკალიან- აბაშიძის ფორმატი. 

ამის შესახებ საქართველოს საქმეთა ყოფილმა დროებითმა რწმუნებულმა პორტუგალიასა და კვიპროსში გია ჯაფარიძემ თავის facebook-ის გვერდზე დაწერა. პუტინის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო, ზალკალიანმა თქვა, "ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები და ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი." გუშინ ზალკალიანმა პუტინის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭიროს სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ მისასალმებელი უწოდა.

კომენტარები