საბჭოთა ისტორია

ხვადაგიანი: მთავრობამ ის ვერ გაარკვია თანამედროვე სახელმწიფოებრიობა 1918-ში იწყება თუ 1991-ში

საზოგადოება რომ ერთი მხრივ პუტინისადმი მკაცრ პასუხს ელის ჩვენი სახელმწიფოსგან, ალბათ ავიწყდება რომ ხელისუფლებას ჯერ ის ვერ გაურკვევია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობა 1918-ში იწყება თუ 1991-ში და დამფუძნებელი კრების 100 წელს რობიკოს პასკვილით ხვდება და მკვლევრებისაგან რომ ითხოვს პასუხს, აბა რომელი მკვლევრების ნაშრომები უნდა გადაარტყან თავზე ამხ. ვლადიმერს - საკუთარი ქვეყნის არქივებში 3 და 1 ლარი რომ უნდა იხადონ თითო გვერდის ასლის გადაღებაში? ან საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა დაგუგლოს ამ პერიოდზე ინგლისურად, ამ პირობებში ჭაპანწყვეტით დაწერილი ორი-სამი ფუნდამენტური ნაშრომი და სტატია?!

10 ივლისს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები