ზოიძე: ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავალ რუსთაველზე, ამით რუსულ პროპაგანდას დავუსხამ წყალს

რუსეთისადმი ჩვენი პასუხია რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ჩვენი პასუხია NATO-სთან ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი პასუხია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები და თხოვნა, რომ ყოველთვის, ყველა დიალოგში გაითვალისწინონ, რომ საქართველო ოკუპირებულია. აი, ეს არის ჩვენი პასუხი და არა საომარი რიტორიკა, რომელსაც თავზე გვახვევენ და რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, იქნება რუსული პროპაგანდისტული მანქანისთვის დამატებითი საკვები. სხვა არაფერი. რაც არ უნდა მინდოდეს ახლა მე სულით და გულით და ემოციურად აღტკინებული ჩავიდე იმ ახალგაზრდების გვერდზე და ვიძახო ის სიტყვები, მე ამის უფლება არ მაქვს, როგორც პოლიტიკოსს იმიტომ, რომ ეს იქნება რუსული პროპაგანდის წისქვილზე წყლის დასხმა

ქართული ოცნების დეპუტატი კაკი ზოიძე ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებზე და ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯების მცდელობაზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები