ბახტაძე: საჭიროა ახალი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის

ასოცირების შეთანხმების სრული ძალით ამოქმედების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ გაგვიჩნდა მუხტი, რომელიც უკვალოდ ვერ დაიკარგება. ხსენებული თარიღიდან საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა. ბუნებრივად ვითარდება და იზრდება კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან საერთო ევროპული იდენტობა გაგვაჩნია. ქართულ კულტურას გადამწყვეტი როლი აკისრია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან სწორედ კულტურა და საერთო ფასეულობებია მთავარი კატალიზატორი და დასაბუთება იმისა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია საქართველო. ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო. 

მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები