შენგელია ზოიძეს: ია კერზაიას საქმის გამოძიებას რომ არ მიეცით ხმა, ეს რომელ კოლონას მივაწეროთ?

ბატონო, ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე ხმა რომ არ მიეცით რეზოლუციას, რომლის მიზანი იყო საქართველოს მთავრობისთვის ია კერზაიას საქმის გამოძიების დავალება (მხოლოდ გამოძიების, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერპრეტაციის გარეშე), ეს ქმედება რომელ კოლონას მივაწეროთ?

წინასწარ გთხოვეთ ამის შესახებ პირადად და ზუსტად ერთი ხმა დაგვაკლდა ქართული დელეგაციიდან.

კარგია, რომ ბევრმა უკვე აშკარად ჩამოიხსენით ნიღაბი და საზოგადოებამ კარგად დაინახა თქვენი ნამდვილი სახე. მალე ჩაივლის ეს უსამართლობა, თქვენ ალბათ არ შეგრცხვებათ, თუმცა გარწმუნებთ, ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ძალიან.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ზოიძის განცხადებას. ზოიძემ ტვ პირველის ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "სირცხვილია" მონაწილეები მე-5 კოლონას შეადარა და მათ მტრები უწოდა. 

კომენტარები