ერთი და ორი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი მოქალაქეების მიმართ ზრუნვის მეტი არაფერი არ გამოუჩენია? 8 ივლისს, როდესაც ქალაქში ჩატარდა ოთხი აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული. როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბატონი ბოკერია, ქალბატონი ხოშტარია და მეორე მხარეს გვყავდნენ ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, არაფრით არ განსხვავებული ერთმანეთისგან, რადიკალური ჯგუფები. [ელენე ხოშტარია და ლევან ვასაძე] თავისი რადიკალიზმით ჩემთვის ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, იცით რა, იქ არის აგრესიული ჯგუფი და იქნებ აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია, ახალგაზრდებს და მათ ემოციებს ამოფარებული იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, შუბლი შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერა. რა დავარქვათ ამას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის არანაირი სხვაობა არ არის.
გიორგი გახარია
გახარია: [ხოშტარია და ვასაძე] რადიკალიზმით ჩემთვის ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან
tbl.ge/3uke
დაკოპირდა
თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- გახარია კალაძეზე: ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად
- გახარია ოცნებაზე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ
- გახარია პატარა პარტიებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს
- გახარია: ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია
- გახარია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი