გიორგი გახარია

გახარია: ნუ ვადარებთ პანკისს და 20 ივნისს ერთმანეთს

პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი და საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს [პანკისს და გავრილოვის ღამეს], ეს ერთი და მეორე: ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება.

ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე თვის წინ პანკისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

კომენტარები