გიორგი გახარია

გახარია: ივანიშვილი გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი. 

თქვა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში 20 ივნისის ღამესა და აქციის დარბევის შესახებ საუბრისას.

კომენტარები