20 ივნისის აქცია

მელია: 20 ივნისს მომიტინგეებმა გვაგინეს, შეხვალთ და გახარიას და ბახტაძეს ბოდიშს მოუხდითო

მართლაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეგხვდა, გვაგინეს, პირდაპირი გაგებით გვაგინეს, არანაკლებ, ვიდრე გაბუნიამ პუტინს აგინა, რომ თქვენ ახლა შეხვალთო და ბოდიშს მოუხდითო [ბახტაძეს და გახარიას], არ გენდობითო, არ უნდა შეხვიდეთო, რა შესვლაო, უნდა ვიბრძოლოთო.

ნიკა მელია ყვება, რომ 20 ივნისის აქციის დარბევამდე, როცა ოპოზიციონერები მთავრობასთან აპირებდნენ მოლაპარაკებაზე შესვლას პარლამენტში, აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდათ.

კომენტარები