მელია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დარბევის დაწყებისას შეხლა-შემოხლა არ ყოფილა

გავეშურეთ შესახვედრად [გახარიასა და ბახტაძესთან], ერთი ბარიკადი გადავლახეთ, შევედით და დავდექით მეორე ბარიკადთან, სპეცრაზმელების მიერ აღმართულის. პირველ მწკრივში ვინც იდგნენ, სპეცრაზმელები, იმათ ვესაუბრებოდით ხუთი წუთის განმავლობაში, გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე და მე. ჩოჩქოლი ატყდა მეხუთე თუ მეექვსე მწკირვში. ვკითხე პირველ სპეცრაზმელს, ვინც უშუალოდ ჩემს წინ იდგა და ვისაც ვესაუბრებოდი, რა ხდება-მეთქი და როტაცია გვაქვსო, შევატყვე, რომ გაუხარდა კიდეც, დაღლილი იყო, დასვენებულები გამოვიდოდნენ და დაღლილები გავიდოდნენ იმ ადგილიდან. რა როტაცია, ამ დროს რამდენიმემ აირწინაღი გაიკეთა, პირველი ოთხი თუ ხუთი გასროლა განხორციელდა და იქიდან დაიწყო და დაიწყო. ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი შეხლა-შემოხლა იქ არ იყო. ერთი საათით ადრე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მღელვარე შეხლა-შემოხლა, მაგრამ ჩაწყნარდა და იმასთან შედარებით არაფერი არ ხდებოდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია იხსენებს, როგორ დაიწყო 20 ივნისის აქციის დარბევა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები