გახარიას ინტერვიუ

8 ტყუილი, რომელიც გუშინ გახარიამ თქვა - გოკა გაბაშვილი

1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია - ტყუილია - გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ

2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა - ტყუილია - საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა - ტყუილია - პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა - ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის - ტყუილია - იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ - ტყუილია - პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში - ტყუილია და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

8. გადადგომა პასუხესმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს - ტყუილია ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.

სამართლებრივის დროც დადგება...

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება.

კომენტარები