გახარიას მოადგილე: ტყვიები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შსს-ს, არც გამოუყენებია

ტყვიები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს - არც გამოუყენებია. ტყვიები, რომლებიც იქნება გამოყენებული, აბსოლუტურად ყველა გაწერილია კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, იქ ისეთი არაფერი იყო გამოყენებული, რაც კანონით არის აკრძალული.

ჟურნალისტების დაზიანებაც გამოძიების ნაწილია, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ამაზეც რამდენჯერმე ინფორმაცია გავრცელდა. იმ გამოძიებას, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს, მასში არ მონაწილეობს, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე საუბრობს 20 ივნისის აქციის დაშლაზე და პროცესში გამოყენებულ ტყვიებზე.

კომენტარები