ყაველაშვილი გახარიაზე: საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი

გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა. 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვიხილე თუ რა ხდებოდა. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ  სახეზე იყო საშიშროება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ელოდა, მაშინ როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომეს მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა. აღნიშნულ ქმედებებს პირველ რიგში პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოყვა. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა - რა მოხდებოდა თუ კი ხალხი, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინ სწორედ მსგავს ქმედებებს სამოქალაქო ომი, ქვეყნის და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა მოყვა. მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას. ასევე მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარია გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები