ბოკერია გახარიაზე: ეს იყო განადგურებული, დეგრადიული პოლიტიკური ფიგურის უტიფარი ტყუილები

ეს იყო განადგურებული, დეგრადიული პოლიტიკური ფიგურის უტიფარი და საზოგადოების შეურაცხმყოფელი ტყუილები. პრაქტიკულად, ყველაფერი მოიტყუა გახარიამ:

პირველი - ოპოზიცია არ გვაფრთხილებდა გავრილოვზეო - „ევროპული საქართველო“, გიორგი კანდელაკი, მერე მეც, დღეებით კი არა კვირებით ადრე ვაფრთხილებდით, რომ მისი შემოშვება იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო - პირველი ტყუილი.

მეორე - სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა არ შემოშვებისო - არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება, თუმცა საფუძველიც იყო, აფხაზეთის ომის მონაწილეა და არასასურველი ფიგურაა და არ უნდა შემოეშვათ.

სამი - დაგეგმილი იყო ეს ყველაფერიო. კობახიძე, რომ გადამდგარიყო პირველ დღეს აქცია მთავრდებოდა საერთოდ. ამის მაგივრად თქვეს, რომ არც განვიხილავთ ამასო.

ოთხი - თუ უნდოდათ, რომ ნაკლები რისკი ყოფილიყო, პოლიცია, სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ჯებირს გარეთ. თუ ვინმე შეჭრას ცდილობდა პარლამენტში, თუ ვინმე შეიჭრებოდა, დაეკავებინათ რა პრობლემაა.

ხუთი - გავაფრთხილეთო, ეს რა უტიფრობაა, სად გააფრთხილეს, დინამიკი ვერ მოიტანეს რომ ხალხს გაეგო ამის შესახებ.

ექვსი - თურმე ათეული, თუნდაც ასი კაცი იქცეოდნენ ძალადობრივად და მეც ვნახე, რომ იქცეოდნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ. რა შუაშია დანარჩენი 10 ათასი?

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგაბოკერია გიორგი გახარიას ინტერვიუს შესახებ რუსთავი ორთან საუბრისას.

კომენტარები