ისტორიის დამახინჯება

კალაძე: პუტინი თავის პოლიტიკას ატარებს, ამბობს არასწორ ფაქტებს, ქმედებები უნდა იყოს ჩვენგან

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და ძალიან კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ის ცხადია, თავის პოლიტიკას ატარებს და ამბობს იმ არასწორ ფაქტებს, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს, რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს არის მნიშვნელოვანი... ამას მარტო განცხადებები არა, რა თქმა უნდა, განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან.

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო.

კომენტარები