აკაკი ბობოხიძე

ბობოხიძე: სპირიდონი იდიოტი მეგონა - სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია

სპირიდონი, მეგონა, რომ იდიოტი იყო. სამწუხაროდ, არის შეგნებული პროვოკატორი. ცოდვები, იმდენი, რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. იქნებ სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს, რატომ არ სჯის რუსეთს იმ ცოდვებისთვის და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის. ეტყობა, სპირიდონისნაირ ნაძირალებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა. კაცი, რომელიც სარგებლობს იმით, რომ აცვია კაბა, სარგებლობს იმით, რომ ატარებს ჯვარს და სარგებლობს იმით, რომ გარეგნულად ჰგავს მღდელს. გარეგნული ფორმის შიგნით იმალება ძალიან ბინძური და ნაძირალა კაცი.

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ტვ პირვველთან საუბარში ეხმაურება მეუფე სპირიდონის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთისთვის ოკუპანტის წოდება ფარისევლობაა და თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტია. მისივე თქმით, ნატო და ევროკავშირი "გათახსირებას აკანონებენ".

კომენტარები