ჯაფარიძე: უარყოფით სავაჭრო ბალანსთან ბრძოლას გადააყოლეს ეკონომიკა

უარყოფით სავაჭრო ბალანსთან ბრძოლას გადააყოლეს ეკონომიკა. შინაარსი არ ესმით, იდიოტობა აირჩიეს ეკონომიკის მიზნად და მიზანმიმართულად მავნებლობენ წლებია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვთ: ავსტრიას, მონაკოს, ისლანდიას, ესტონეთს, ახალ ზელანდიას, ლატვიას, ლიტვას, მაკაუს, ლუქსემბურგს, კვიპროსს, ავსტრალიას, ისრაელს, ხორვატიას, პორტუგალიას, ჰონგ კონგს, კანადას, ესპანეთს, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს.

აქედან ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით მსოფლიოში:

ლუქსემბურგი - 1
მაკაუ - 2
ისლანდია - 5
აშშ - 8
ავსტრალია - 10
ავსტრია - 13
ჰონ კონგი - 15
კანადა - 18
საფრანგეთი - 19
გაერთიანებული სამეფო - 20
ისრაელი - 21
ახალი ზელანდია - 22

რავი, არსებობენ რაღაცნაირად

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებას ისახავს მიზნად.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები